English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ხათუნა ბარბაქაძე
ლიზინგი – საგადასახადო პროცესის ოპტიმიზაციის საშუალება

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციისა და მზარდი კონკურენციის პირობებში ეკონომიკური  სუბიექტებისათვის საჭიროა  ძვირადღირებული აქტივების  შეძენა, რომელიც  დაკავშირებულია  დიდ დანახარჯებთან.  ამიტომ კომპანიები  აქტიურად  იყენებენ ისეთ მეთოდებს, რაც საშუალებას  იძლევა ერთიანი დანახარჯების გარეშე  განხორციელდეს  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია. გარიგებების დადების დროს, კომპანიის  ხელმძღვანე- ლების მიერ ლიზინგი განიხილება, როგორც რისკების მატარებელი.

საქართველოში   განსაკუთრებულ   მნიშვნელობას იძენს ლიზინგი,  როგორც ინვესტირების ერთ-ერთ ეფექტიანი საშუალება. შესაბამისად, სტატიაში განხილულია სალიზინგო ბაზრის სპეციფიკა საქართველოში, სალიზინგო ბაზრის სტრუქტურა,  ლიზინგის დაბეგვრის სისტემის პროცესის  სრულყო- ფის ზოგიერთი  საკითხები  და ა.შ.

საკვანძო  სიტყვები:  სალიზინგო ბაზარი; სალიზინგო კომპანიები; სალიზინგო დაბეგვრა; დაბრუნებადი ლიზინგი; საოპერაციო ლიზინგი.

ლიზინგის (ინგლ.  lease ქირით გაცემა)  შემოღება უკავშირდება სატელეფო- ნო კომპანია „ბულის~ მიერ განხორციელებულ ოპერაციებს.  მისმა ხელმძღვანელო- ბამႰ1877Ⴐწელს  მიიღო  გადაწყვეტილება,  კი არ გაეყიდა  თავისი  სატელეფონო აპარატები,  არამედ გაეცა  იჯარით [1]. მსოფლიო პრაქტიკაში  ტერმინი „ლიზინგი~ გამოიყენება, როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის  იჯარაზე  დაფუძნებუ- ლი გარიგება.  იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის  ხელშეკრულება, განასხვავებენ საიჯარო  ოპერაციების  3 სახეობას:  მოკლევადიანი იჯარა-რენტინ- გი (ერთი  დღიდან ერთ  წლამდე); საშუალო  ვადიანი იჯარა  – ჰაირინგი (1-დან 3 წლამდე); გრძელვადიანი იჯარა  – ლიზინგი (3-დან 20 წლამდე და მეტი).  ლიზინგი მანქანებისა  და მოწყობილობების  გრძელვადიანი იჯარა  ან მანქანებისა  და მოწყო- ბილობების იჯარის ხელშეკრულებაა, რომელიც ნაყიდია იჯარის  გამცემის  მიერ მო- იჯარისათვის  სამეწარმეო  მიზნით გამოყენებისათვის  და რომელზეც  საკუთრების უფლებას იჯარის  მთელი ვადის მანძილზე ინარჩუნებს მეიჯარე  [1].

სალიზინგო  ურთიერთობების  საუკუნოვანი  პრაქტიკა გვიჩვენებს,  რომ ლიზინგი არის  ძირითადი საშუალებების  შეძენის, საწარმოო  სიმძლავრეების  გაფართოების, მოდერნიზაციისა და განახლების, ტექნიკური   პროგრესის  თანამედროვე მიღწევების დროული გამოყენების, კონკურენტული  უპირატესობების  შექმნისა და შენარჩუნების ერთ-ერთი  ყველაზე ეფექტიანი და პრაქტიკულად   უალტერნატივო გზა. ასეთი შეფასების ნათელი დადასტურებაა  სერიოზული  წინსვლა სალიზინგო ოპერაციების ქართულ ბაზარზე. დღეისათვის არაერთი სალიზინგო კომპანია  სთა- ვაზობს ბიზნეს სალიზინგო მომსახურებას [2].

საბაზრო  ეკონომიკის   პირობებში  მცირე  და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ლიზინგი გრძელვადიანი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა,  რომელიც განსაკუთრებით   მნიშვნელოვანია ისეთი  საწარმოებისათვის,   რომლებიც   წამყვან როლს ასრულებენ ეკონომიკაში  ინოვაციური  სიახლეების შეტანაში, ინვესტიციების განხორციელებასა  და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამასთან, ლიზინგი პრივატიზების შედარებით უმტკივნეულო  მეთოდია, რომელიც  ხელს უწყობს ქვეყნაში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებას.

ლიზინგის სექტორის  განვითარება პირდაპირ კავშირშია  მცირე  და საშუალო ბიზნესის წარმატებულ  საქმიანობასა  და ეკონომიკის წინსვლასთან. საერთაშორისო სტატისტიკით,  იმ ქვეყნებში, სადაც ლიზინგის სექტორი  წარმატებულად ფუნქციონირებს, უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ის განვითარების სტადიაშია. განვითარებად ქვეყნებში ძირითადი კაპიტალის  განახლებისათვის საჭირო ინვესტიციების 3-15% ლიზინგით ფინანსდება, განვითარებულ  ქვეყნებში  კი ეს მაჩვენებელი  30%-ს აღწევს. საქართველოში კი ლიზინგით  ფინანსდება მთელი აქტივების  დაახლოებით 2%, დანარჩენი 98% ძირითადი საშუალებების  შეძენისას სარგებლობს  საბანკო  ან მიკროსაფინანსო  სესხით, ან საკუთარი  ფინანსური სახსრებით [3].

 საქართველოს სალიზინგო ბაზარი

 კანონი  „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ~ მიღებულ იქნა 2002 წლის 7 მაისს (რომელიც  ძალადაკარგულად გამოცხადდა 14/11/2011 წელს). სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სალიზინგო ბიზნესის გააქტიურება, რადგან მაშინ დამწყები ბიზნეს-კომპანიები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად მიეღოთ საბანკო  სესხები. სწორედ მაშინ გაჩნდა ლიზინგის, როგორც დაფინანსების ალტერნატიული  წყაროს აუცილებლობა. დაფუძნდა რამდენიმე  სალიზინგო  კომპანია,  რომელმაც განვითარება ეტაპობრივად – ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად დაიწყო. ამჟამად, საქართველოში  სალიზინგო საქმიანობას  არეგულირებს  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსი  და საგადასახადო კოდექსი.

საქართველოში   სალიზინგო  ურთიერთობების   შემდგომი განვითარება  მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის  სტაბილურობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო  გარემოსა  და სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. მიუხედავად იმისა, რომ სალიზინგო ბიზნესი ახლახან დამკვიდრდა ქართულ  ბაზარზე,  იგი საკმაოდ დინამიკურად  განვითარდა. ლიზინგის მიზანია მცირე  და საშუალო ბიზნესის ბაზრის განვითარება, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ  განვითარებაზე. შესაბამისად, იქმნება ბაზა წარმოების განვითარებისთვის,  ხარისხისა და პროდუქტიულობის ამაღლება და დასაქმების ზრდისთვის. კომპანიებს  საშუალება ეძლევათ გააფართოონ არსებული ბიზნესი, გადააიარაღონ  მოძველებული მოწყობილობები,  შექმნან და განავითარონ   ახალი ბიზნეს-ერთეულები   ან გამოათავისუფლონ   ფიქსირებულ აქტივებში უკვე ინსვესტირებული  ფულადი სახსრები.  ამასთან, აუცილებელია  სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა,  რაც ხელს შეუწყობს  ლიზინგის შემდგომ განვითარებას.

საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც შესთავაზა ბაზარს სალიზინგო მომსახურება, იყო „საქართველოს  სალიზინგო კომპანია",  რომელიც  არის „საქართველოს  ბანკის"  შვილობილი კომპანია  და დაარსდა 2001 წელს. იგი სთავაზობს მომხმარებლებს  სალიზინგო  მომსახურების  მრავალფეროვან  სპექტრს, კერძოდ: ფინანსური ლიზინგი, ავტოლიზინგი,  ნარჩენი ღირებულებით  რესტორნის  აღჭურვილობის ლიზინგი, დაბრუნებადი ლიზინგი, საოპერაციო ლიზინგი.

დღეისათვის საქართველოში  123 სალიზინგო კომპანიაა  დარეგისტრირებული, თუმცა ბაზარს ძირითად სამი კომპანია  ინაწილებს: „თიბისი ლიზინგი“ (TBCL), „ალიანს ჯგუფი საქართველო“  (AGL), „საქართველოს სალიზინგო კომპანია“  (GLC) და 2015 წლიდან ამ კომპანიებს  შეუერთდა სალიზინგო კომპანია  „MogoLeasing“. აღსანიშნავია  „MogoLeasing“-ის საქმიანობა   ბაზარზე,   ის  შედარებით  ახალია და ვიწრო პროფილით საქმიანობს, თუმცა, საკმაოდ აქტიურად შემოვიდა სალიზინგო სფეროში, ჩაერთო მის საქმიანობაში და ერთ-ერთი ლიდერის როლიც  მოირგო.

ბაზარზე  ლიდერი „თიბისი ლიზინგი“-ა,  შემდეგ – „საქართველოს სალიზინგო კომპანია“  მესამე ადგილზეა „ალიანს ჯგუფი საქართველო“.  ყველაზე მეტად საქართველოში ლიზინგით სამშენებლო სექტორი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კვების მრეწველობა, განათლება სარგებლობს. მსოფლიო სტატისტიკის  მიხედვით კი, სოფლის მეურნეობის სექტორი  ლიზინგის ყველაზე აქტიური  მომხმარებელია, საქართველოში ამ მხრივ საგრძნობლად განსხვავებული სურათია.

საქართველოს სალიზინგო ბაზრის სტრუქტურა [4]

დიაგრამა 1

უკანასკნელ  წლებში საქართველოში  სამშენებლო სექტორი  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი სფეროა სალიზინგო კომპანიებისთვის, რაც განპირობებულია სამშენებლო  ბუმით,  ლიზინგი კი საკმაოდ  ამარტივებს  მშენებლობის პროცესს, კომპანიებისთვის უფრო  მარტივია  ლიზინგით შეიძინონ, დავუშვათ, ამწე-კრანები   თუ სხვა სახის სამშენებლო ტექნიკა,   ვიდრე იყიდონ ის. სამედიცინო  სფეროს  სალიზინგო ბაზრის თითქმის 26% უკავია, რაც განპირობებულია  ლიზინგით შეძენილ სამედიცინო „პროდუქტებზე~ გარკვეული შეღავათებით.

დღეს საქართველოს  დაახლოებით 190 მილიონიანი სალიზინგო ბაზარი  აქვს. რადგან  სალიზინგო  ბაზარი  შედარებით  ახალი პროდუქტია   საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას,  მისი ათვისების ტემპები  არც თუ ისე ცუდია.  2007 წლიდან სალიზინგო ბაზარი საქართველოში  აღმავლობით ხასიათდებოდა, 2007 წლის მონაცემებით,  ბაზარზე  დადებული გარიგებების  ჯამური  მოცულობა  40 044 000 ლა- რი იყო, 2008 წელს გარიგებების  რაოდენობა  გაიზარდა  და მიაღწია  51 234 500 ლარს. 2009 წლიდან 2011 წლამდე შეინიშნება სალიზინგო  ბაზრის  დაღმავლობა, რაც ძირითადად განპირობებული  იყო მსოფლიო ეკონომიკური  კრიზისით, რასაც წინ უძღოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომი, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას  და დროებით შეაფერხა მისი განვითარება, აღნიშნულ პერიოდში ბაზარზე  დადებული გარიგებების  საშუალო რაოდენობა  შეადგენდა დაახლოებით 28.8 მლნ ლარს [4].

ვითარება საგრძნობლად შეიცვალა  2012 წლიდან. 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, ფიქსირდება მნიშვნელოვანი ზრდა სალიზინგო ბაზარზე.  2011 წელს გარიგებების მთლიანი რაოდენობა  შეადგენდა 30 286 300 ლარს ხოლო 2012 წელს მაჩვენებელმა მიაღწია  წინა წლების მაქსიმუმს  და გაუტოლდა  54 428 000 ლარს.

2013 წლის  ბოლისთვის  კი დაფიქსირდა  მნიშვნელოვანი  მატება  და დადებულმა გარიგებებმა  ჯამში შეადგინა 75 305 000 ლარი, 2014 წელს სალიზინგო ბაზრის მთლიანმა პორტფელმა  90.6 მლნ ლარი შეადგინა, ნიშანდობლივია ის ფაქტი,  რომ 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების  სახელმწიფო პროგრამას დაემატა ლიზინგი, რამაც  დადებითი გავლენა იქონია  ბაზარზე  და დადებული გარიგებების ოდენობა თითქის გააორმაგა,  კერძოდ,  2015 წლისთვის  მთლიანმა ოდენობამ 146.6 მლნ ლარი  შეადგინა  2016 წელს კი 191 მლნ ლარი და ბოლოს,  2017 წლის პირველი  კვარტლის   მონაცემებით  დადებულ გარიგებების   ოდენობამ  შეადგენა 189.7 მლნ ლარი. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო პროგრამაში  ლიზინგის ჩართვამ ერთგვარი კატალიზატორის  როლი ითამაშა, რამაც  გამოიწვია ადგილობრივი ბაზრის ასეთი სწაფი ზრდა (იხ. დიაგრამა 2).

საქართველოს სალიზინგო ბაზარის სტრუქტურა  2012-2017 წლები [4].

 დიაგრამა 2

 

ბაზარზე ლიდერია „თი-ბი-სი ლიზინგი", რომელიც  60 მლნ ლარიანი პორტფელის მფლობელია. „თი-ბი-სის კლიენტების რიცხვი  450-მდეა,  ხოლო გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებების რიცხვი 1200-ს აღწევს [4]. „თი-ბი-სი ლიზინგი" ემსახურება კლიენტებს სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა: სამედიცინო, სატრანსპორტო, კვება-გადამამუშავებელი  მრეწველობა,  პოლიგრაფიული,  ვაჭრობა   და მომსახურება, სოფლის მეურნეობა და სხვა. სწორედ ამ სფეროებში გაფორმებული ხელშეკრულებებისა  და კომფორტული   მომსახურების  წყალობით,  „თი-ბი-სი  ლი- ზინგი" ყველაზე მსხვილი მოთამაშეა.  „თი-ბი-სი ლიზინგი"-ს მთლიანი ოპერაციების თითქმის ნახევარი სწორედ მასზე მოდის, მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია 69.2%-ით, მას შემდეგ სტაბილურად ბაზრის 55%-ს იკავებს.

რაც შეეხება „საქართველოს  სალიზინგო კომპანია"-ს,   ბოლო  პერიოდში ბაზარზე  მისი წილი მცირდება,  რაც განპირობებულია  ახალი კომპანიების  ჩართვით ბაზარზე   და  უკვე არსებული  კომპანიების  გააქტიურებით.   მსჯელობაა  „ალიანს ჯგუფ საქართველო"  და სალიზინგო კომპანია  ~Mogo”-‖—. ბაზარზე  ასეთი დადებითი ძვრები მისასალმებელია, ახალი კომპანიების  შემოსვლით და გააქტიურებით ვითარდება და იხვეწება ბაზარის ეს სეგმენტი.

მართალია, ბაზარზე არსებული წილით „თიბისი ლიზინგი" ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია „საქართველოს სალიზინგო კომპანიის"  საქმიანობა, ის არის პირველი კომპანია   ბაზარზე  და შეიძლება ითქვას  ყველაზე  მეტად არის  სპეციალიზებული სალიზინგო ოპერაციების  განხორციელებაზე და ბაზარს სთავაზობს მომსახურების ყველაზე მრავალფეროვან სპექტრს.   კონკურენტებსა   და სექტორთან  შედარებით, კომპანიის  პორტფელი უფრო მეტადაა ორიენტირებული ტრანსპორტის,  მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებზე, თუმცა, ასევე ახდენს პორტფელის  დივერსიფიცირებას სამედიცინო, კვების  მრეწველობისა და სასმელების წარმოების სფეროში, აპარატურისა  და მანქანა-დანადგარების ლიზინგში.

„საქართველოს  სალიზინგო კომპანიის"   პორტფელის  24% ლიზინგის  5 უმსხვილეს კლიენტზე  იყო გადანაწილებული, რაც ნომინალური გამოხატულებით 5.6 მლნ ლარი იყო, მაშინ როდესაც  მათგან მიღებული შემოსავალი მთელი ფინანსური ლიზინგიდან მიღებული  შემოსავლების  12%-ს შეადგენდა (0.7 მლნ ლარი)  [5]. ამ პერიოდისთვის   ლიზინგიდან მიღებულმა  მთლიანმა საპროცენტო  შემოსავალმა 4 721 408 ლარი შეადგინა. საყურადღებოა  ის ფაქტი,  რომ კომპანიების  სალიზინგო ოპერაციების მთლიანი რაოდენობის თითქმის 60% მოდის თბილისზე, ამ პროპორციით  არის „საქართველოს  სალიზინგო კომპანიის"  აქტივებიც  გადანაწილებული, საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა  და გამოსწორებას  საჭიროებს.

„ალიანს ჯგუფ  საქართველო~   იყო პირველი  არასაბანკო  დამოუკიდებელი კომპანია,  რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა სალიზინგო მომსახურებას. „ალიანს ჯგუფ საქართველო~  მომსახურებას ეწევა თბილისის გარდა საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და წალკაში.  დაარსების შემდეგ „ალიანს ჯგუფ საქართველო"-ს  მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა 4 000-ს მიაღწია. 2014 წლის მონაცემებით  „ალიანს ჯგუფ საქართველო"-ს  სალიზინგო პორტფელი შეადგენდა 1.9 მლნ ლარს, 2015 წლისთვის გაიზარდა 3.5 მლნ ლარამდე, 2016 წელს შეადგენდა 4.9 მლნ ლარს [6].

 საგადასახადო ადმინისტრირებისა  და ლიზინგის დაბეგვრის პრინციპები

 სალიზინგო კომპანიების  საქმიანობის  გააქტიურებასთან,   ერთად აუცილებელია განვიხილოთ საგადასახადო ადმინისტრიების საკითხი, რადგან კომპანიები  სალიზინგო მომსახურებას  ხშირად იყენებენ მოგებისა  და ქონების  გადასახადის ოპტიმიზაციისათვის.  ამდენად, მათთვის ძირითად რისკს  შეიძლება წარმოადგენდეს საგადასახადო ორგანოების  შესაძლო პრეტენზიები არამიზნობრივი საგადასახადო შეღავათების  მიღებასთან  დაკავშირებით   და შედეგად, დამატებითი  გადასახადის დარიცხვა  მოგების  გადასახადზე, ქონების  გადასახადზე (თუ საბუღალტრო  აღრიცხვაში  ამორტიზაციის  გაზრდილი კოეფიციენტები  იყო გამოყენებული), ასევე ჯარიმები და საურავები.  ამიტომ, როდესაც  კომპანია  გეგმავს  სალიზინგო მომსახურებას გამოყენებას, გარიგება უნდა მოამზადოს და გააფორმოს ისე, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ  მას დაუსაბუთებელი საგადასახადო შეღავათების მიღების ბრალდება არ წაუყენოს.

ლიზინგის დაბეგვრის  საკითხები  აქტუალურია.   განსაკუთრებით   საქართვე- ლოში მას შემდეგ, რაც საგადასახადო და სამოქალაქო  კოდექსებში  განხორციელ- და შესაბამისი ცვლილებები.  სწორი  საგადასახადო პოლიტიკის   შემთხვევაში ლიზინგი შესაძლებელია იქცეს სამრეწველო  ინდუსტრიის განვითარების საფუძვლად. ლიზინგთან დაკავშირებით  საქართველოს  საგადასახადო კოდექსით  დადგენილია შემდეგი ნორმა:Ⴐლიზინგი  განისაზღვრება  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას  დაქვემდებარებული აქტივი [7].

სალიზინგო ოპერაცია   ხელსაყრელია გარიგებაში  მონაწილე ყველა მხარისთვის, კერძოდ,  ლიზინგის მიმღები იღებს მისთვის საჭირო  მოწყობილობას და გამოისყიდის მას ეტაპობრივად,  ხოლო ლიზინგის გამცემი უზრუნველყოფილია საკუთარი სახსრების დაბრუნებით, ვინაიდან ქონება  ბოლო გადასახდელის გადახდამდე იმყოფება მის საკუთრებაში.   ამასთან, უნდა აღინიშნოს  ლიზინგით სარგებლობის უარყოფითი მხარეც, როგორც  ლიზინგის გამცემის,  ასევე ლიზინგის მიმღებისათვის. კერძოდ,  ლიზინგის გამცემზე  გადადის ქონების მორალური ცვეთის რისკი,  თუ ლიზინგი ითვალისწინებს დაბრუნებას, ხოლო, ლიზინგის მიმღებისათვის სალიზინგო გადასახდელები უფრო მეტია, ვიდრე ლიზინგის საგნის ღირებულება ან შესაბამისი საბანკო  კრედიტი,  რომელიც  ამ საგნის შესაძენად იქნებოდა აღებული.

სამეცნიერო-ტექნიკური  პროგრესის პირობებში, საქართველოში კომპანიებისთვის უმჯობესია  დაბრუნებადი ლიზინგის გამოყენება,  რომელიც  გულისხმობს სალიზინგო ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც სასურველია, არ იყოს ხანგძლივი, კომპანიამ დანადგარ-მოწყობილობა უნდა დაუბრუნოს  სალიზინგო  კომპანიას.   დაბრუნებადი ლიზინგი საშუალებას  აძლევს კომპანიებს  გამოათავისუფლონ  ფიქსირებულ  აქტივებში  ინვესტირებული  თანხები და შეავსონ საბრუნავი კაპიტალი.  შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე  სალიზინგო ურთიერთობების  აღნიშნული ფორმა იმსახურებს  მხარდაჭერას.

რაც შეეხება  ლიზინგს,  როგორც საგადასახადო  გადახდების ოპტიმიზაციის საშუალებას,  სარგებლობა  გულისხმობს  შემდეგს: ძირითადი საშუალების  თავდაპირველი მფლობელი, რომელსაც  აქვს დანადგარ-მოწყობილობები   და არ ყოფნის ფულადი საშუალებები,  მიმართავს სალიზინგო კომპანიას  იმ მიზნით, რომ  მიჰყიდოს მას თავისი ქონება,  უკან  ლიზინგით დაბრუნების პირობით.  აღნიშნულის შემდეგ, კომპანიას  უჩნდება დამატებით ფულადი რესურსები.  მაშასადამე, დაბრუნებადი ლიზინგისას სალიზინგო კომპანია  იძენს მოწყობილობას  მესაკუთრისგან  და მასვე გადასცემს ლიზინგით.

ლიზინგის საგნის შესაძენად ფულის რეინვესტირების  ზემოთ აღნიშნული გზა და გარიგების  მონაწილეების ქმედებები განპირობებული  უნდა იყოს რეალური ეკონომიკური  ინტერესით  და არა გადასახადებზე ეკონომიის  გაკეთების  სურვილით. ლიზინგის საგნის გაყიდვის ოპერაცია და შემდეგ მის იჯარით  მოზიდვა ეკონომიკურად ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საშუალების თავდაპირველ მფლობელს  დამატებითი  დაფინანსება სჭირდება   და მისთვის  ეს არის  მესამე პირისგან ფულის ოპერატიულად  მიღების შესაძლებლობა, ხოლო თუ ლიზინგის მიმღები ლიზინგის გამცემზე  იგივე თანხის გასესხებას გეგმავდა, მაშინ ამ გარიგების  ერთადერთი მიზანი ნაკლები გადასახადების გადახდაა.

ასე რომ,  სალიზინგო გარიგებებს  აუცილებლად უნდა გააჩნდეს საქმიანი მიზანი. მაგალითად, კომპანიამ,  რომელიც  ფლობს რესტორნების  ქსელს, გადაწყვიტა ქსელის გაფართოება და რეგიონულ ბაზარზე გასვლა, განვითარებისათვის საჭირო გახდება ფინანსური სახსრების ოპერტიულად  მოზიდვა. ფულის ყველაზე სწრაფად მიღება  მოწყობილობების  გაყიდვის ხარჯზეა  შესაძლებელი. მაგრამ, ამავე დროს, მოწყობილობა  აუცილებელია  საწარმოო  საქმიანობისათვის,  ამიტომ კომპანიამ  ის იჯარით უნდა აიღოს ახალი მფლობელისაგან.

ასევე,  მნიშვნელოვანია დაჩქარებულ  ამორტიზაციასთან  დაკავშირებული საკითხები. საქართველოს  საგადასახადო კოდექსის  111-ე მუხლის მე-12  და მე-13  ნაწილების თანახმად, ლიზინგის გამცემის  მიერ ლიზინგით გაცემული  თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე  ჯგუფად აღირიცხება.  მასზე საამორტიზაციო  ანარიცხები გამოიქვითება  სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული  ღირებულების ოდენობით, რომელიც  განისაზღვრება  ლიზინგის პირობებისა  და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის  ღირებულებითი  ბალანსის გათვალისწინებით.  ლიზინგის ხელშეკრულების  ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას,  ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების  ლიზინგის გამცემისათვის  დაბრუნების  შემთხვევაში ძირითადი საშუალება  რჩება  იმავე  ჯგუფში  და შემდგომ  ლიზინგით გაცემამდე  მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

თუ ლიზინგის საგანთან მიმართებაში ამორტიზაციის  გაზრდილ კოეფიციენტს კომპანია  მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვაში   იყენებს,  ის შეიძლება ჩაუთვალონ დაუსაბუთებელი საგადასახადო სარგებელის მიღებაში. რისკები  კიდევ უფრო გაიზრდება, თუ საბუღალტრო  აღრიცხვაში  დაჩქარებული ამორტიზაციის  კოეფიციენტი ქონებაზე  გადასახადის ოპტიმიზაციისათვის  გამოიყენება, მიუხედვად იმისა, რომ კანონმდებლობა მისი გამოყენების უფლებას იძლევა [7].

საქართველოს  საგადასახადო კოდექსის  201-ე მუხლის პირველი  ნაწილის „ა" თანახმად ქონების  გადასახადის დაბეგვრის  ობიექტია   ლიზინგით გაცემული  ქონება, გარდა ამავე კოდექსის  206-ე მუხლის თანახმად, ქონების  გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონებისა.  ქონების  გადასახადის დარიცხვა წარმოებს გამარტივებული წესით – მთელი პერიოდის განმავლობაში ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული  საბალანსო  საწყისი ღირებულების  არაუმეტეს  1%-ის ოდენობით [7].

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  დაბრუნებადი ლიზინგის მიზანია:  დაფინანსების მოზიდვა საკუთარი  ბიზნესის განვითარებისათვის,  საბრუნავი კაპიტალის შევსება, ძირითადი საშუალებების პარკის  განახლება, ვალების გასტუმრება.  ასევე, ლიზინგის მეშვეობით შესაძლებლია საგადასახადო ოპტიმიზაცია,  რომელიც ამავე დროს, დაკავშირებულია დაუსაბუთებელი საგადასახადო სარგებლის მიღების რისკებთან.  ქონებისა  და ფულის მოძრაობა  იმის გათვალისწინებით, რომ  ქონება  არსად გადაადგილდება,  მნიშვნელოვანი ეკონომიაა   გადასახადების  მიმართულებით სალიზინგო გადახდების და ძირითადი საშუალებების  მოკლე სასიცოცხლო ციკლის ხარჯზე, რომელიც თითქმის არ ტოვებს ეჭვს დაუსაბუთებელი საგადასახადო სარგებლის წარმოქმნაში.

დასკვნები  და წინადადებები. სალიზინგო კომპანიების  საქმიანობის გააქტიურებისთვის  აუცილებელია  საგადასახადო  ადმინისტრიების სრულყოფა,  რადგან კომპანიები  სალიზინგო მომსახურებას  ხშირად იყენებენ მოგებისა  და ქონების  გადასახადის ოპტიმიზაციისათვის. ამდენად, მათთვის ძირითად რისკს  შეიძლება წარმოადგენდეს საგადასახადო  ორგანოების   შესაძლო  პრეტენზიები   არამიზნობრივი საგადასახადო შეღავათების  მიღებასთან დაკავშირებით  და შედეგად, დამატებითი გადასახადის დარიცხვა  მოგების და ქონების  გადასახადზე (თუ საბუღალტრო  აღრიცხვაში  ამორტიზაციის  გაზრდილი კოეფიციენტები  იყო გამოყენებული), ასევე ჯარიმები და საურავები.  ამიტომ, როდესაც  კომპანია  გეგმავს  სალიზინგო მომსახურების გამოყენებას,  გარიგება  უნდა მოამზადოს და გააფორმოს  ისე, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ  მას დაუსაბუთებელი საგადასახადო შეღავათების მიღების ბრალდება არ წაუყენოს.

ლიზინგის დაბეგვრის საკითხები საქართველოში  აქტუალურია,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგადასახადო და სამოქალაქო  კოდექსებში  განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები. სწორი საგადასახადო პოლიტიკის  შემთხვევაში, ლიზინგი შესაძლებელია იქცეს სამრეწველო  ინდუსტრიის განვითარების საფუძვლად. სალიზინგო გარიგებებს  აუცილებლად უნდა გააჩნდეს მიზნები, კერძოდ,  დაფინანსების მოზიდვა საკუთარი  ბიზნესის განვითარებისათვის, საბრუნავი კაპიტალის  შევსება, ძირითადი საშუალებების პარკის  განახლება, ვალების გასტუმრება.  ასევე, ლიზინგის მეშვეობით შესაძლებლია საგადასახადო ოპტიმიზაცია,  რომელიც ამავე დროს, დაკავშირებულია   დაუსაბუთებელი  საგადასახადო  სარგებელის  მიღების  რისკებთან.

საქართველოს  კომპანიებისთვის  უმჯობესია  დაბრუნებადი ლიზინგის გამოყენება, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოათავისუფლონ ფიქსირებულ აქტივებში  ინვესტირებული თანხები და შეავსონ საბრუნავი კაპიტალი.  შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვეყნის  განვითარების  ამ ეტაპზე  სალიზინგო ურთიერთობების  აღნიშნული ფორმა იმსახურებს მეტ მხარდაჭერას.

 ლიტერატურა:

 1.      https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98

2.      გიორგი ხატიაშვილი. ლიზინგი, თბ., 2014 წ . http://www.fin.ge/index.php?page=a rticles&urlpart=leasing

3.     თათია ხუბულავა.  სალიზინგო მომსახურების  უპირატესობები,   22 სექტემბერი

2014 წ. http://forbes.ge/blog/52/salizingo-momsaxurebis-upiratesobebi

4.      http://tbcleasing.ge

5.      http://leasing.ge

6.      http://www.agl.ge

7.     საქართველოს  საგადასახადო კოდექსი  23.12.2017 წლის მდგომარეობით.